02:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 16:22:45, 933 ნახვა

სამხედრო
უფროსკლასელები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვივნენ

ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ნატოს საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები და ლილოს 107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უფროსკლასელებს ინსტრუქტორებმა სასწავლო ცენტრის ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

უწყების ინფორმაციით, მოზარდების ვიზიტი სასწავლო ცენტრში, შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქართველი სამხედროების მომზადების პირობების გაცნობას ისახავდა მიზნად.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები სიმულაციური სროლის სასწავლო კლასს ეწვივნენ და M4-ის ტიპის სასწავლო ავტომატური შაშხანიდან გაისროლეს. უფროსკლასელებმა სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა და ცენტრში არსებული ტექნიკაც დაათვალიერეს.

ღონისძიება ნატოს კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. ეროვნულ სასწავლო ცენტრში უკვე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics