|
2015-02-19 17:00:56, 6905 ნახვა
კულტურა
კიევში ესტონურ-ქართული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა
უკრაინაში საქართველოს და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით და უკრაინის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კიევის კულტურის ცენტრ „კიევში“ „ოსკარის“ პრემიაზე წარდგენილი, ესტონურ-ქართული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება შედგა. ღონისძიებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უმაღლესი რადას, მინისტრთა კაბინეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმის ჩვენების წინ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა - უკრაინის კულტურის მინისტრმა ვიაჩესლავ კირილენკომ, ესტონეთის ელჩმა სულევ კანნიკემ და საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ. ამასთან, პრეზენტაციის წინ გამართულ მიღებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული და ესტონური სასმელები და მანდარინები.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)