12:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 13:11:16, 741 ნახვა

სამართალი
გიორგი დგებუაძე: არ ვაპირებ არც მიმალვას და არც თავის არიდებას

ამ საქმეში უდანაშაულო ვარ,  - ამის შესახებ გიორგი დგებუაძემ, იგივე "მასტერამ" სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, ის არსად გაქცევას არ აპირებს.

"უღრმესი პატივისცემა მინდა გამოვხატო სასამართლოს მიმართ. მზად ვარ ვითანამშრომლო სასამართლოსთან, რომ ამ რთულ და ტრაგიკულ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი. გაქცევა და თავის არიდება, თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. უდანაშაულო ვარ ამ საქმეში. ჩემს მიერ წარმოდგენილი ფაქტები შეცვლის იმ რეალურ სურათს რაც არის. არ ვაპირებ არც მიმალვას და არც თავის არიდებას. წინასწარ პატიმრობაში დიდხანს ვიყავი“, - განაცხადა გიორგი დგებუაძემ.

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე იგივე "მასტერა" თბილისში 22 მარტს ჩამოიყვანეს. იგი ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს. დგებუაძეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა. 47 წლის გიორგი დგებუაძე საქართველოდან წლების წინ წავიდა, მის დასაკავებლად კი პროკურატურამ 2013 წელსვე ინტერპოლს მიმართა.

გამოძიება დგებუაძეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics