|
2026-05-15 17:00:28, 1436 ნახვა
პოლიტიკა
ტელეკომპანია თრიალეთმა პროკურატურას მიმართა - საჯარო რეესტრის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით
ტელეკომპანია თრიალეთმა პროკურატურას მიმართა - საჯარო რეესტრის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით. განცხადება სრულად: საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ გიორგი გვარაკიძეს შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" განცხადება შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესახებ მოგმართავთ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" და გთხოვთ შეისწავლოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, ჩვენი შეფასებით, შესაძლოა შეიცავდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტის შინაარსის არასწორი ინტერპრეტაციით მიზანმიმართული ზიანის მიყენების ნიშნებს. 2026 წლის 8 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება № B26356925/3, რომლითაც შეჩერდა შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრი მიუთითებს, თითქოს მოქმედი წესდების მიხედვით, პარტნიორის მიერ წილის გასხვისებისთვის აუცილებელია "პარტნიორთა თანხმობა", რის საფუძველზეც მოითხოვა პარტნიორთა 100%-იანი თანხმობა. თუმცა, რეალურად, რეგისტრირებულ წესდებაში წერია სრულიად სხვა ჩანაწერი - "პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება." სიტყვა "გადაწყვეტილების" "თანხმობად" წარმოჩენა არსებითად ცვლის ნორმის სამართლებრივ შინაარსს, რადგან:
შესაბამისად, საჯარო რეესტრმა ფაქტობრივად შეცვალა წესდების შინაარსი და სწორედ ამ შეცვლილი ინტერპრეტაციის საფუძველზე დაბლოკა "თრიალეთის" რეგისტრაციის პროცესი. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოთხოვნა სრულად ემთხვევა "თრიალეთის" 10%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - შპს "აქცეპტის" წარმომადგენლების პოზიციას, რის გამოც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იყოს მესამე პირების გავლენით ან ინტერესების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინტერპრეტაცია რეალურად ქმნის მექანიზმს, რომლითაც ერთ პარტნიორს შეუძლია სრულად დაბლოკოს კომპანიის რეგისტრაცია და საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს დამოუკიდებელი მედიის შემთხვევაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და გამოძიებას, რადგან შესაძლოა იკვეთებოდეს:
გთხოვთ:
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" 36 წელია საქმიანობს საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ დამოუკიდებელ რეგიონულ მედიასაშუალებას. შესაბამისად, ნებისმიერი უკანონო ან მიკერძოებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის პარალიზებას, განსაკუთრებულ საზოგადოებრივ მნიშვნელობას ატარებს და საჭიროებს სრულყოფილ სამართლებრივ რეაგირებას. პატივისცემით, შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)