|
2026-05-14 17:33:20, 3545 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის გენერალური სპონსორი გახდა - სივრცის, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს და რომელმაც მნიშვნელოვანი როლის შეასრულა ქართული ჭადრაკის განვითარებაში. ფოთის საჭადრაკო კლუბი დღეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრია რეგიონში, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ როგორც ჭადრაკის თეორიას, ასევე პრაქტიკულ თამაშს. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ტურნირების მხარდაჭერა, წარმატებული მოჭადრაკეების წახალისება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, რომელიც ახალგაზრდებს შეუწყობს ხელს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბში აღიზარდნენ წარმატებული მოჭადრაკეები, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორები, საერთაშორისო ოსტატის ნორმის შემსრულებლები და საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები გახდნენ და რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ. "დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, ფოთის საჭადრაკო კლუბმა კიდევ უფრო თანამედროვე, მრავალფეროვანი და ახალგაზრდებზე მორგებული გარემო შექმნას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ სასწავლო პროცესი, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ბავშვებსა და ახალგაზრდებს შევთავაზოთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა რეგიონული კლუბებისთვის, რადგან ის არა მხოლოდ სასწავლო გარემოს აუმჯობესებს, არამედ ახალ თაობას დამატებით მოტივაციასა და განვითარების სტიმულს აძლევს. პარტნიორობის ფარგლებში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაიმართება როგორც საერთაშორისო, ასევე სხვადასხვა შიდა ტურნირი და ახალგაზრდული აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს ფოთში ჭადრაკის კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას." - აღნიშნავს დათო კოდუა, ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი. "საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერაა, რათა ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ სტრატეგიული პარტნიორობა ფოთის საჭადრაკო კლუბთან, რომელიც მიზნად ისახავს ჭადრაკის სფეროს, როგორც ინტელექტუალური განვითარების ინსტრუმენტის ხელშეწყობას, სასწავლო პროცესის გაძლიერებას და მოსწავლეებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სპორტული გარემოს შექმნას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში ძლიერი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის ჩამოყალიბების საფუძველი გახდება. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელება იგეგმება." - აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)