|
2026-03-17 17:46:09, 4125 ნახვა
მსოფლიო
Reuters: მოჯტაბა ხამენეი უარს ამბობს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე
Reuters-ის ცნობით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი უარს აცხადებს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მედია წერს, რომ ეს წინადადება მას ორი შუამავლის მეშვეობით გადაეცა. Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოჯტაბა ხამენეიმ ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის სხდომაზე თქვა, რომ "მშვიდობისთვის შესაფერისი დრო არ იქნება, ვიდრე აშშ და ისრაელი მუხლებზე არ დადგებიან, არ აღიარებენ დამარცხებას და არ დათანხმდებიან კომპენსაციის გადახდას". წყაროს არ დაუკონკრეტებია, ესწრებოდა თუ არა მოჯტაბა ხამენეი სხდომას პირადად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი 28 თებერვალს აშშ-ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიჭრა. 6 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი უკავშირდებოდა აშშ-ს, თუმცა გაურკვეველია, აქვთ თუ არა ამ პროცესში ჩართულ ირანელ ოფიციალურ პირებს შეთანხმებების გაფორმების მანდატი. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ზოგადად არ არის წინააღმდეგი ირანთან მოლაპარაკებების.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)