22:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-16 11:48:42, 4572 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი განიხილავს ჰორმუზის სრუტის გახსნის პერსპექტივებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია ნავთობის ტრანზიტისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნით.

" ჩვენს [ევროკავშირის] ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღიად დარჩეს, ამიტომ ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ ევროპული მხრიდან “, - ციტირებს მის სიტყვებს Reuters.

ადრე Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ მუშაობს საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე ჰორმუზის სრუტის გასაკონტროლებლად, რაც შესაძლოა ამ კვირაში გამოცხადდეს.

ორშაბათს საღამოს, ევროპის დროით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან ცუდი იქნება ნატოს მომავლისთვის“, თუ მოკავშირეები არ დაეხმარებიან გემების გავლის განბლოკვას ჰორმუზის სრუტეში, რომელიც ფაქტობრივად ირანის მიერ არის დაბლოკილი აშშ-ისრაელის ომის გამო ირანის წინააღმდეგ, რომელიც უკვე მესამე კვირაში შევიდა. კერძოდ, მან მოუწოდა საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს, ასევე იაპონიას, ჩინეთს და სამხრეთ კორეას, მონაწილეობა მიიღონ „ერთობლივ ძალისხმევაში“ სპარსეთის ყურეში ნავთობის ტრანზიტის ბლოკადის მოხსნის მიზნით, რამაც უკვე გამოიწვია ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics