|
2026-03-06 17:11:30, 2847 ნახვა
პოლიტიკა
The Washington Post: რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის
The Washington Post-თან სამი ოფიციალური პირი ამბობს, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო მონაცემებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე თავდასხმისთვის. The Washington Post წერს, რომ ეს დახმარება, რომლის შესახებაც მანამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, მიუთითებს, რომ მიმდინარე კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი ბირთვული მოწინააღმდეგე - რუსეთიც მონაწილეობს. სადაზვერვო ინფორმაციაზე ინფორმირებული 3 ოფიციალური პირი, ანონიმურობის პირობით, მედიასთან ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ, შაბათიდან, რუსეთმა ირანს გადასცა ინფორმაცია ამერიკული სამხედრო ობიექტების მდებარეობის შესახებ, მათ შორის საბრძოლო ხომალდებისა და სამხედრო ავიაციის პოზიციები. ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ ამ ინფორმაციაზე The Washington Post-თან კომენტარი არ გააკეთა. The Washington Post ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის მიწოდებული ინფორმაცია სამიზნეებთან დაკავშირებით ბოლომდე ნათელი არ არის. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბრძოლის დაწყებიდან 1 კვირაზე ნაკლებ დროში ირანის სამხედროების შესაძლებლობა - დამოუკიდებლად აღმოაჩინონ ამერიკული ძალების მდებარეობა - მნიშვნელოვნად შემცირდა. კვირას ქუვეითში ირანული დრონის თავდასხმას 6 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. ირანმა ათასობით ერთჯერადი თავდასხმის დრონი და ასობით რაკეტა გაუშვა ამერიკულ სამხედრო პოზიციებზე, საელჩოებსა და სამოქალაქო ობიექტებზე. ამავდროულად, აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივად იერიში მიიტანეს 2 000-ზე მეტ ირანულ სამიზნეზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების პოზიციებზე, საზღვაო ძალების ობიექტებზე და ქვეყნის ხელმძღვანელ პირებზე. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ განაცხადა, რომ "ირანის რეჟიმი სრულად ნადგურდება", თუმცა მას რუსეთის მიერ ირანისთვის დახმარების მიწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ამავე თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს პენტაგონსა და CIA-შიც. რუსეთის მიერ ირანისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებულმა ორმა ოფიციალურმა პირმა ჩინეთზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა მათ თქვეს, რომ ის ამაში, დიდი ალბათობით, არ მონაწილეობს, მიუხედავად რუსეთ-ჩინეთს შორის კავშირისა. The Washington Post-თან ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომაც თქვა უარი.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)