|
2026-03-04 15:08:41, 8883 ნახვა
სამხედრო
წყალქვეშა ნავმა შრი-ლანკასთან ირანული ფრეგატი ჩაძირა -Reuters
შრი-ლანკის სანაპიროსთან წყალქვეშა ნავმა ირანის საზღვაო ძალების ფრეგატ IRIS Dena-ს თავს დაესხა, განუცხადეს სააგენტო „როიტერსს“ აზიური ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წყაროებმა. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ვისი წყალქვეშა ნავი შეეჯახა გემს. გემმა 4 მარტს გამთენიისას განგაშის სიგნალი გაგზავნა და შრი-ლანკიდან სამხრეთით 40 კილომეტრში ჩაიძირა. თავდასხმის შედეგად 78 ადამიანი დაშავდა, ხოლო ეკიპაჟის 180 წევრიდან 101 დაკარგულია. „ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა დაემართა ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს“, - განუცხადა წყარომ AFP-ს. ფრეგატი IRIS Dena ირანში ბრუნდებოდა ინდოეთში საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის შემდეგ. გემს აშშ-ის გამანადგურებელი USS Pinckney აკვირდებოდა, განუცხადეს წყაროებმა „New India Express“-ს. მათი თქმით, თავდასხმა შესაძლოა დიეგო გარსიაში ბაზირებული აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავით განხორციელებულიყო. ირანის საზღვაო ძალების სამხრეთ ფლოტს მიკუთვნებული IRIS Dena ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო ხომალდი იყო. ის ექსპლუატაციაში 2021 წელს შევიდა და 2022-2023 წლებში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაასრულა. 28 თებერვლიდან, როდესაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ამერიკულმა ძალებმა 17 ირანული გემი გაანადგურეს, მათ შორის წყალქვეშა ნავი, და 2000 სამიზნეს დაარტყა, განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელმა ბრედ კუპერმა. მან დასძინა, რომ სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის ყურეში „არც ერთი ირანული გემი“ არ დარჩენილა. The New York Times-ის ცნობით, 3 მარტისთვის აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე 1700-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედროები ირანის საჰაერო თავდაცვის, საჰაერო ძალების, საზღვაო ფლოტისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის განადგურებაზე არიან ორიენტირებულნი. მან ასევე უარყო თეირანთან მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ „ძალიან გვიანი“ იყო. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ოპერაციის მიზანია ირანის საზღვაო ფლოტისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურება. „ვიმედოვნებთ, რომ ირანის ხალხი შეძლებს თავისი მთავრობის დამხობას და თავისი ქვეყნისთვის ახალი მომავლის შექმნას“, - თქვა რუბიომ.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)