|
2026-03-04 14:02:46, 979 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ენმ-ის დანაშაულების კომისიის დასკვნა ინგლისურად ვთარგმნეთ, გადაეცა საელჩოებს
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად თარგმნეს და დოკუმენტს საელჩოებსა და ყველა “რელევანტურ" აქტორს გადასცემენ. ეს განცხადება მან ქართული ოცნების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. მინდა, კომისიის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ მოცულობითი სამუშაოსთვის. თარგმანში 300 გვერდზე მეტია დოკუმენტი, სადაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებია აღწერილი, თუ როგორ მუშაობდა წამების სისტემა, თუ როგორ ხორციელდებოდა მკვლელობები, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება. [...] ეს დოკუმენტი ინგლისურად ითარგმნა და გამოიცა და გადაეცემა ყველა საელჩოს - გადაეცემა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს - ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა ყველამ იცოდეს თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. ქართული ოცნების პარლამენტში მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, კომისიის დასკვნის 430-გვერდიან პროექტს ერთხმად მხარი 2025 წლის 4 აგვისტოს დაუჭირა. თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტში მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით წარმოჩენილია "სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა." მოგვიანებით, ამ დასკვნის საფუძველზე ქართული ოცნების პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც პარტიების აკრძალვა დააანონსა.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)