|
2026-02-19 08:44:36, 713 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტმა არაღიარებაზე რეპრესიული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი - „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში ცვლილებებს. "ქართული ოცნების" კანონპროექტით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და ბიზნესსუბიექტების პოლიტიკური აქტივობა რეგულირდება. ფართოვდება გრანტის განმარტება და გრანტების შესახებ კანონის დარღვევა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. მეორე მოსმენითვის კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“. "ოცნების" მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი. ცნობილია, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება - [კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტიცური წყობილების წინააღმდეგ]. ამ მუხლის მიხედვით, 3 წლამდე ციხით, ჯარიმით ან გამასწორებელ სამუშაოებით დაისჯება:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)