|
2026-02-11 19:22:41, 13857 ნახვა
რეგიონი
ძამბოლატ ტადტაევი ცხინვალის რეგიონის ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გახდა
ძამბოლატ ტადტაევი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის ხელმოწერით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრემიერ-მინისტრად“ დაინიშნა. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ძამბოლატ მერვადიკოვიჩ ტადტაევი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ინიშნება“, - ნათქვამია გაგლოევის ბრძანებულებაში. ე.წ. მთავრობის სრული შემადგენლობა ერთ-ორ კვირაში იქნება წარდგენილი. ადრე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა სხდომაზე დაამტკიცა ძამბოლატ ტადტაევის კანდიდატურა „მთავრობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე. თადტაევის კანდიდატურას ოცდახუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთმა - წინააღმდეგ. „ერთიანი ოსეთის“ წევრებმა ახალი „პრემიერ-მინისტრის“ კანდიდატურა 2025 წლამდე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ჩავარდნის გამო გააპროტესტეს: ტადტაევი ამ რუსული პროექტის ერთ-ერთი შემსრულებელი იყო. შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა, ალან გაგლოევმა, „პარლამენტს“ წარუდგინა ტადტაევის კანდიდატურა ოკუპირებული საქართველოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. 2026 წლის იანვრის ბოლოს ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა დაითხოვა „მთავრობა“, თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი „ხელმძღვანელი“, კონსტანტინე ჯუსოევი, სავარაუდოდ, „მისი თხოვნით“ (ის ამ თანამდებობას 2022 წლის 20 ივნისიდან იკავებდა - რედ.). ტადტაევი დროებით დაინიშნა მისი მოვალეობის შესასრულებლად. ძამბოლატ ტადტაევი 35 წლისაა (დაიბადა ცხინვალში 1990 წელს). მან დაამთავრა სტავროპოლის ეკონომიკის ფაკულტეტი და აქვს მეორე ხარისხი სამართალში. მანამდე ის საქართველოს ოკუპირებული რეგიონის „პრემიერ-მინისტრის მოადგილის“ და ფინანსთა „მინისტრის“ თანამდებობას იკავებდა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)