19:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 18:20:55, 1320 ნახვა

სამართალი
ადვოკატები 8 ოპოზიციური ლიდერის სასამართლოს შეწყვეტას მოითხოვენ, რადგან გამოძიება დაბალი სტანდარტით წარიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

ადვოკატები მოითხოვენ შეწყდეს საქმის წარმოება და არ გადასცეს მოსამართლემ არსებით განსახილველად სასამართლოს, ვინაიდან გამოძიება მათი შეფასებით დაბალი სტანდარტითაა ჩატარებული და ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს.

ნიკა მელიას ადვოკატი, ირაკლი კონდახაშვილი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს სხდომას არ ესწრება.

„როცა სასამართლო გამოაცხადებს ამ საქმეში არის მაღალი ალბათობა, რომ განაჩენი დადგებაო, ერთი თხოვნა მექნება ადგილზე თათბირით გამოაცხადეთ, რადგან ყველაფერი უკვე წინასწარ გადაწყვეტილია“.

8 ოპიზიციონერი ლიდერის საქმეში ვოლოდიმერ ზელენსკისა და დავით არახამიას საიტის დათვალიერების ოქმები დევს - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.

კორძაძემ სასამართლო დარბაზში პროკურორებს ჰკითხა, რას ეძებდნენ სხვა სახელმწიფოს ლიდერების გვერდებზე და რაში შეიძლება გამოყენებულიყო აღნიშნული ოქმები ე.წ. საბოტაჟის საქმეში. 

ადვოკატების პოზიცია, რომ ისინი წარმოდგენილ საქმის მასალებში ვერ აიდენტიფიცირებენ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვს ქვეშ მყოფებს ეხებათ. მათი შეფასებით, დარბაზში ბრალდებულებს სამ სხვადასხვა საქმეზე ედავებიან, თუმცა ისინი მაინც ერთად სხედან და განხილვაც ერთად მიდის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics