19:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 10:35:59, 1238 ნახვა

სამართალი
პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჯერ პარლამენტის წევრი (2004-08 წლებში), შემდეგ კი პარლამენტის წევრი და ამავე დროს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო (2008-12 წლებში).

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც პარლამენტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ (2012-16 წლებში). 2017 წელს ენმ-სგან გამოყოფილ „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდა, ეს პარტია კი 2021 წელს დატოვა, - დავით ბაქრაძისა და გივი უგულავას პარტიიდან წასვლიდან მალევე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics