21:29 - 26 May, 2026
|
2026-01-08 21:09:53, 1207 ნახვა
სამართალი
კახეთში მკვლელობა მოხდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ სტუმარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით 46 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივების თქმით, მოკლული და ბრალდებული მეგობრები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)