04:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-03 11:29:07, 1127 ნახვა

საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ასობით მანქანაა გაჭედილი

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ასობით მანქანაა გაჭედილი, ტურისტები და რუსეთის მოქალაქეები კი თოვლის გამო საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ - ინფორმაციას რუსული მედია რუსულ Telegram-არხებში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, სახმელეთო საზღვარი დაკეტილია და ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აკრძალულია. როდის გაიხსნება სახმელეთო საზღვარი გაურკვეველია.

 რუსული გამოცემის ცნობით, საცობში ჩარჩენილებს შორის არიან რუსები, მათ შორის ოჯახები ბავშვიანი. ისინი საახალწლოდ პოპულარული სათხილამურო კურორტის, გუდაურის მოსანახულებლად მიდიოდნენ. ზოგიერთი ტურისტი ამბობს, რომ ფული დაკარგა, რადგან სასტუმროები დაჯავშნეს და დროულად ვერ ჩავიდნენ.

ამ პირობებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გარანტია შეუძლებელია, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გზატკეცილი სიტუაციის სტაბილიზაციამდე დაიკეტოს, განუცხადეს sk-news.ru-ს ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას საავტომობილო გზების სამსახურის პრესსამსახურმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics