23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-27 00:21:16, 7083 ნახვა

ეკონომიკა
"სახლი 71" ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, ისანში, ქეთევან დედოფლის #71-ში, დეველოპერული კომპანია "სახლი 71“ თანამედროვე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.  

პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 11.5 მლნ. დოლარს შეადგენს. 

პროექტი 10,000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. ის ერთ 16-სართულიან და ორ 23-სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი ჯამში 600 ბინას, საოფისე და კომერციული ფართებს, რეკრეაციული ზონებს, საბავშვო სათამაშო მოედანს, სკეიტ პარკს, ფიტნეს დარბაზსა და ღია და დახურულ საპარკინგე სივრცეებს გააერთიანებს. 

მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო და 2027 წლის ივლისში დასრულდება. 

"სახლი 71“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა და ქალაქში თანამედროვე საცხოვრებელი პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა და მოქნილი გადახდის პირობების შეთავაზება, რათა ბინის შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოს ბანკი დაარსების დღიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ეს თანამშრომლობა ორიენტირებულია როგორც ბიზნესის განვითარებაზე, ისე მომხმარებლებისთვის დაფინანსების პროცესის გამარტივებაზე. სამომავლოდ, თბილისის სხვადასხვა უბანში ახალი პროექტების განხორციელებას, შემდგომ ეტაპზე კი საქართველოს მასშტაბით გაფართოებას ვგეგმავთ“, - განაცხადა "სახლი 71“-ის მმართველმა პარტნიორმა,  ბექა ჩიქობავამ. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics