00:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-24 21:43:49, 10020 ნახვა

ეკონომიკა
„ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის“ პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის პარტნიორი კომპანია „ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში სამშენებლო პროექტს „კომფორტ ჰილსს“ ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 38 მლნ. დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ. დოლარს შეადგენს.

აღნიშნული სამშენებლო პროექტი, 16,500 კვ.მ ფართობ ტერიტორიაზე ხორციელდება და ის სამ ფაზად მიმდინარეობს. მის ფარგლებში, A ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ის 14 სართულზე, 171 ბინას აერთიანებს.  ამ ეტაპზე, B და C ბლოკის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ჯამში 336 ბინას, სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ სივრცეებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს  გააერთიანებს.

მეორე ფაზა 2026 წლის აგვისტოში, ხოლო პროექტი სრულად 2027 წლის ბოლოს დასრულდება.

„კომფორტ ჰილსი“ ჩვენი ახალი პროექტია რომელიც, ვაშლიჯვარში ხორციელდება. ის გამორჩეული, დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც სრულად მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს, რაც საცხოვრებელ გარემოს მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.  საქართველოს ბანკი 2012 წლიდან ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია და დღემდე წარმატებული და გამორჩეული ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს. ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. სამომავლოდ, ახალი საცხოვრებელი  სახლის და საოფისე პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რომლებიც ქალაქის ურბანული გარემოს განვითარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ჰილს კონსტრაქშენის დირექტორმა, გიორგი ფანცხავამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics