07:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 14:40:01, 9813 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს

„საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით, ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - ამის თაობაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებული პროცესების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ის თავს შეიკავებს კონკრეტიკისაგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.   

„არანაირ მოქალაქეს არ უკავშირდება. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით.  დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს გაიგებს, მათ შორის იმას, თუ რა არის გამოკვლევის საგანი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის მზად, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თბილისის მერმა დასძინა: „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics