|
2025-12-18 14:43:10, 12600 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
თიბისი კაპიტალი პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა და უზბეკეთში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიცენზირებული შუამავალია. უზბეკეთის საფონდო ბირჟის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად თიბისი კაპიტალმა სრულად დააკმაყოფილა ადგილობრივი რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. შედეგად, კომპანიამ სრული ლიცენზირება მიიღო, რაც საშუალებას აძლევს, უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებს სრულფასოვნად მოემსახუროს. ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრობა ინვესტორებისთვის ნიშნავს, პირდაპირ წვდომას კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე - აქციებსა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიან ქაღალდებზე, როგორც პირველადი განთავსებების, ისე მეორადი ბაზრის ფარგლებში. აღნიშნული შესაძლებლობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კორპორატიული ინვესტორებისთვის, მათ შორის, საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონული დივერსიფიკაციით. „ტაშკენტის საფონდო ბირჟაზე თიბისი კაპიტალის წევრობა ინვესტორებს უხსნის რეალურ და ხელშესახებ ახალ შესაძლებლობებს - უფრო ფართო წვდომას უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე, მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე. ჩვენი ჩართულობით რამდენიმე ადგილობრივმა ემიტენტმა წარმატებით განახორციელა ობლიგაციების ემისია. თიბისი კაპიტალის მიზანია, მსგავს საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომა იყოს მარტივი, უსაფრთხო და გამჭვირვალე, რათა ინვესტორებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი სტრატეგიების ეფექტიანად რეალიზება”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)