03:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-26 19:55:55, 2409 ნახვა

ეკონომიკა
DataFest Tbilisi 2025 იწყება – ღონისძიების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი

2025 წლის 27–29 ნოემბერს თბილისში მონაცემებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი – DataFest Tbilisi 2025 - გაიმართება. ღონისძიება უკვე მეცხრე წელია ტარდება და მასში მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები მონაწილეობენ. ფესტივალის მთავარი პარტნიორი, ტრადიციულად, საქართველოს ბანკია.

წელს ღონისძიების მთავარი ფოკუსი იქნება ხელოვნური ინტელექტის რეალური გავლენა ბიზნეს პროცესებზე, მედია გარემოზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და საზოგადოების ცხოვრებაზე. ფესტივალის მიზანია, დამსწრეებს მიაწოდოს ცოდნა AI-ის გამოყენების პრაქტიკულ მიმართულებებზე და სცენა დაუთმოს მსჯელობას იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩნდება.

ფორუმზე საერთაშორისო გამოცდილებას მიმოიხილავენ წამყვანი გლობალური ბრენდების - Microsoft, Google, Mozilla, GitHub და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, ფესტივალს შეუერთდებიან საქართველოს ბანკის წარმომადგენლები – მიშა ნადარეიშვილი, ანანო ჯაოშვილი, არჩილ კობალაძე და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი. ისინი მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ინოვაციურ პროექტებს განიხილავენ, ასევე განმარტავენ, როგორ გამოიხატება გლობალური ტენდენციები ადგილობრივ კონტექსშტი.

სამდღიანი პროგრამა დისკუსიებს, ვორკშოპებსა და თემატურ სესიებს მოიცავს. ფესტივალი Pullman Tbilisi-ის სივრცეში (ჭავჭავაძის გამზირი 37მ) და Rooms Hotels Tbilisi=ში ჩატარდება.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს www.datafest.ge

საქართველოს ბანკი AI ინოვაციების მხარდამჭერია - ბანკი ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში და მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანი ტექ. ეკოსისტემის გაძლიერებაა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics