|
2015-02-18 11:25:15, 1041 ნახვა
სამართალი
შსს დაკარგულ პიროვნებას ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 1996 წელს დაბადებულ ილია კონსტანტინეს ძე ნიჟარაძეს ეძებს. „უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი თბილისში, ვარკეთილის მე-3 მ/რ-ის N343 კორპუსის ბინა N52-ში მცხოვრები ახალგაზრდაა. იგი 2015 წლის 12 თებერვალს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. ილია ნიჟარაძის აღწერილობა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე - 170 სმ, აქვს თაფლისფერი თვალები, საშუალო ზომის წარბები და სწორი ცხვირი. ტანთ ეცვა: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი, ყვითელზოლიანი სპორტული ფეხსაცმელი, კაპიშონიანი მწვანე მაისური და შავი ფერის ქურთუკი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიება. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ ილია ნიჟარაძის სამძებრო მოქმედებებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი, ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული ინფორმაციები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა. თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული ილია ნიჟარაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577 53 94 60; 597 74 78 16; (032) 2 41 31 32“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)