|
2016-03-24 14:55:47, 1218 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს არანაირი პრობლემა არ ექნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენლობის პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესვლა ხანგრძლივი შრომის შედეგია. მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტს ალბათ, ბოლომდე მხარდაჭერა ექნება, თუმცა შედეგებს უნდა დაელოდონ, რადგან მინისტრის განმარტებით, ასეთი ტიპის რეზოლუციების ინიცირება ძალიან იშვიათად ხდება, თუ წინასწარ არ არის შეთანხმებული მხარდაჭერა. „ამერიკის რეზოლუცია ეს არის ხანგრძლივი შრომის შედეგი-დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ამერიკის კონგრესში, სენატში ყველა იმ ადამიანთან, წარმომადგენლებთან საუბრები, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე აქვს განცდა და მოთხოვნილება, რომ ეს მხარდაჭერის რეჟიმი უნდა იყოს მუდმივად მყარი, ხმამაღლი და იყოს ამერიკის სენატიდან, კაპიტოლიუმიდან გაჟღერებული მრავალჯერ. ასევე შეიქმნა კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი და ამ ჯგუფის პირველი ნაბიჯი ამ ტექსტის ინიცირება იყო. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით ამაზე. პარლამენტიც, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და თამადად შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციის ტექსტს არანაირი პრობლემა არ ექნება. თუმცა უნდა დაველოდოთ შედეგებს, რადგან ასეთი ტიპის რეზოლუციების ინიცირება ძალიან იშვიათად ხდება თუ წინასწარ არ არის შეთანხმებული მხარდაჭერა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)