14:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 13:46:12, 1011 ნახვა

პოლიტიკა
EPP: მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები

მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელშემწყობ პირებზე, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ავრცელებს.

"როდესაც ქართველი ხალხი კვლავ აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ფარსული არჩევნები ჩაატარა, რომელშიც აქტივობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და რომელსაც ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მასობრივი რეპრესიებისა და რეჟიმის ოპონენტებზე ძალადობის ფონზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ბოლო დაკავებები და დევნის მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლებების შეზღუდვას, პროევროპული ოპოზიციის განადგურებას და საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებას.

ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელშემწყობ პირებზე, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის შერყევაში მონაწილეობენ", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics