16:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-28 18:57:26, 2667 ნახვა

კომენტარი
არქიმანდრიტი დოროთე - ოცნება მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს

არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება"  მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს.  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო.

"ყველაფერს თვითონ ამბობს, რაც სათქმელია. მე კომენტარს არ გავაკეთებ" - თქვა ზურაბიშვილმა TV პირველთან საუბრისას.

ჩემი სიტყვა არ ყოფილა არაფერი ეკლესიის საწინააღმდეგო, არაფერი სწავლების საწინააღმდეგო. მე მხოლოდ ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ რუსეთი მუდმივად გვებრძვის და რუსეთმა დაგვიპყრო. ვაკრიტიკებ მათ მოქმედებას ჩვენ მიმართ და ვაკრიტიკებ მთავრობას, რომელიც საერთოდ რუსეთს ვერ ახსენებს.

გუშინ სოხუმის დაცემის დღე იყო. ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა მოხდა იქ. რუსს ვერ აქებენ, იმიტომ რომ ხალხის ეშინიათ და ვერ აგინებენ, იმიტომ რომ რუსების ეშინიათ, იმიტომ რომ მათია. აი ამას რო ვამბობ, ეს ვისაც არ მოსწონს, ერში თუ ბერში, ის ავტომატურად რუსის არის. ის ავტომატურად მტრის მხარესაა და თუ ვინმე მიწუნებს, მიწუნებს იმის გამო, რომ ვამბობ, რომ მტერია. ოცნება მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს. - განაცხადა არქიმანდრიტმა ქადაგებისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics