|
2016-03-23 14:59:36, 1059 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი: იმ მეტროსადგურს, სადაც აფეთქება მოხდა, წლების განმავლობაში აქტიურად ვიყენებდი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის თქმით, ბრიუსელი არამხოლოდ ბელგიის დედაქალაქია, არამედ ევროპის შუაგულიც. მისივე განმარტებით, ტერაქტი სწორედ ამიტომ იყო მიმართული იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელსაც ვიზიარებთ ევროკავშირში. "შოკირებული ვარ იმით, რაც ბრიუსელში მოხდა. ეს ადგილები, სადაც ტერაქტები განხორციელდა, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. პირადად მე წლების განმავლობაში ვიყენებდი ამ მეტროსადგურს. ბრიუსელი არამხოლოდ ბელგიის დედაქალაქია, არამედ ევროპის შუაგულიც. ამიტომ, მიმართული იყო იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელსაც ვიზიარებთ ევროკავშირში. მადლობლები ვართ იმ განცხადებებისთვის, რომლებიც გააკეთეს პოლიტიკოსებმა, პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და საპარლამენტო პარტიებმა. ჩვენზე თავად ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების თანაგრძნობამაც ძალიან იმოქმედა”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)