12:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 18:55:14, 734 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილის ვიზიტი ბელარუსში გრძელდება

მინსკში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალურ დანაყოფ „ალმაზს“ ეწვია.

შს მინისტრი დანაყოფის დირექტორს - ვიქტორ ზურაევს შეხვდა და ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო.

გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის პოლიციის აკადემიასაც ეწვია, სადაც მას აკადემიის წარმომადგენლებმა სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ვიზიტის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბელარუსის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა და მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics