|
2025-09-03 15:12:45, 2161 ნახვა
კომენტარი
კალაძე აქციის მონაწილეებს და საპროტესტო საზოგადოებას დასჯით ემუქრება
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი იმართება გარედან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კახა კალაძემ გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ცეცხლსასროლი ირაღით გადაადგილდებოდა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ფაქტია და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა. „ბოლო წლების განმავლობაში ამ ძალებს რა სურვილიც ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის მოწყობის, დღესაც აქვთ. თანხები შემოდის ქვეყნის გარედან და იხარჯება საზოგადოების დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივების მცდელობისთვის, მაგრამ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ. ვინც გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ყველა მსგავსი ადამიანი დაისჯება. რაც შეეხება უშუალოდ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მყოფ პირს, რა თქმა უნდა, სურვილი და მცდელობები ექნებათ, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება ან რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს. აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა. ისე არიან გაბოროტებულები და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ ყველას სიფრთხილე მართებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)