15:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 17:41:31, 821 ნახვა

პოლიტიკა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“: ანგარიშების დაყადაღება რეალურად ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს

„ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება რეალურად ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ჩვენ აღარ შევძლოთ მოქალაქეებისა და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა“, - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

მიქელაძემ პროკურატურის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე კომენტარი გააკეთა.

„მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს აწუხებს ის, რაც ახლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ხდება. დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ანგარიშები დაყადაღებულია. თავიდან გვეგონა, რომ ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს პროცედურის ნაწილი იყო, მაგრამ მოგვიანებით, პროკურატურის მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ანგარიშები, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, პროკურატურის მოთხოვნით დაყადაღეს ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში. ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ალბათ მისი უარყოფა არც კი სჭირდება - მაგრამ ამაზე დეტალურად მოგვიანებით დავწერთ. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება რეალურად ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ შევწყვიტოთ მოქალაქეებისა და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა, გავჩუმდეთ, შევწყვიტოთ მათი დანაშაულებისა და უსამართლობის გამოაშკარავება, შევწყვიტოთ საზოგადოებაში სოლიდარობის დამყარება. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ვადის ამოწურვამდე (31 აგვისტომდე) სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე იქნა მიღებული, სერიოზულ კითხვებს ბადებს. ეს, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ მიერ ბრიუსელთან ურთიერთობების ესკალაცია და მთელი პროცესის საბოტაჟია“, - წერს თამთა მიქელაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics