21:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-25 11:14:16, 1239 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს

“მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს. საზოგადოებრივი კონსოლიდაცია აუცილებელია – გამარჯვება ახლოსაა.” - განახადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

 “ისეთი უკანასკნელი ნაძირალას დანიშვნა სუს-ის უფროსად, როგორიც არის მამუკა მდინარაძე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და ყველაფერს ხელს მოაწერს ნამდვილად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ის არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. მას პრობლემა აქვს ყველა უწყებაში, მართლმსაჯულებაში, ე.წ. კრიმინალურ სამყაროში, რომელთანაც ყოველთვის შეზრდილი იყო. ასეთ თავზეხელაღებულ, სულმდაბალ ადამიანთან ჩვენ, დემოკრატიული ძალები უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკური კონსოლიდაცია აუცილებელია დღეს, როდესაც გამარჯვება უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მართლა არის ჩამოშლის პირას  და ამაზე მიუთითებს ბოლო საკადრო გადაადგილებაც.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics