16:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 21:52:15, 925 ნახვა

პოლიტიკა
“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - თბილისში თავისუფალი მედიის მხარდამჭერების მარში მიმდინარეობს - ვიდეო

“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ამ წუთებში თავისუფალი მედიის მხარდამჭერი მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ანთებული ფანრებით გაივლიან რუსთაველის გამზირს.

მარშის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ “ქართულ ოცნებას“, რომ თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია არ არსებობს.  პარლამენტის შენობასთან მოეწყობა ფოტოგამოფენა, იმ მედიის, რომელიც წლებია  სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგას.

2 კვირის წინ 22 ონლან მედია ერთი სლოგანის ქვეშ გაერთიანდა. დღეს კი მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მარშს მართავს. 

“ფანრების მარში” რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება და პარლამენტთან მიმდინარე ყოველდღიურ აქციას შეუერთდება, სადაც ასევე ფოტოგამოფენა მოეწყობა.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში“ შეუერთდა.

პროტესტი “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” 22 ინტერნეტ-მედიის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომლებიც დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics