|
2025-08-16 04:29:10, 3020 ნახვა
კომენტარი
ტრამპი - თუ პუტინთან სამიტი ჩაიშალა, მომავალი შეხვედრები არასდროს შედგება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიასკაში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების პარალელურად გასულ ინტერვიუში არაერთი განცხადება გააკეთა. „მინდა ცეცხლის შეწყვეტა. არ ვიქნები აღფრთოვანებული, თუ ეს არ მოხდება, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ეს მეორე შეხვედრაზე მოხდება. თუ ყველაფერი კარგად წავა, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, რაც ძალიან მალე მოხდება. ან საერთოდ აღარ გვექნება შეხვედრები, შესაძლოა არასდროს“, - განუცხადა მან Fox News-ს. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „დროის დაკარგვას არ აპირებს“ და უკრაინასთან დაკავშირებით პროგრესს ამ კვირაში ელის. „მე ისტორიას ან მსგავს რამეს არ ვუყურებ, მე თავად შეთანხმებას ვუყურებ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, შესანიშნავია. თუ დავინახავ, რომ ამის შანსი არ არის, უბრალოდ წავალ... ეს ჩემი ომი არ არის, ეს ბაიდენის ომია. მან ყველაფერი ააფუჭა...“ - თქვა ტრამპმა. ამერიკელი ლიდერის თქმით, შემდეგ შეხვედრაში (თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება) მონაწილეობას მიიღებენ ზელენსკი, პუტინი და თავად ის. ის ამტკიცებს, რომ მეორადი სანქციების შემოღებას დამანგრეველი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ „შესაძლოა, ეს არ იყოს საჭირო“. ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების გარეშე, უკრაინაში კონფლიქტი შეიძლებოდა უკვე მესამე მსოფლიო ომში გადაზრდილიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)