17:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-17 15:48:36, 2587 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - „ოცნებას“ ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სრულ ანექსიაზე

“ოცნებას“ ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სრულ ანექსიაზე, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ისინი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებენ..”– განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ანა წითლიძემ.

“ქართული ოცნება”  არ შეასრულებს არანაირ ვალდებულებას, მოთხოვნას ევროკავშირთან, რადგან “ოცნებას” და ივანიშვილს განსაზღვრული აქვთ და არჩევანი აქვთ გაკეთებული რუსების და რუსული გავლენების გაძლიერების სასარგებლოდ, ამიტომაც მოლოდინი იმისი, რომ “ოცნება” რაღაცას შეცვლის, ამის მოლოდინი არავის არ ჰქონდა, ამიტომაც კობახიძის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, ეს ადამიანები არიან მოღალატეები

, რომლებსაც დეკლარირებულად აქვთ ხელი მოწერილი საქართველოს ღალატზე, ამიტომაც ბოლომდე ეცდებიან ბოლომდე გავიდნენ, რაც ნიშნავს საქართველოს სრულ ანექსიას და რუსეთთან მიერთებას. ამ დავალებით არიან ეს ადამიანები და ამ დავალების შესრულებას შეეცდებიან ეს ადამიანები ბოლომდე, მაგრამ ასევე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოღალატეობრივ მთავრობას, რომელიც ამ ქვეყანას აკარგვინებს ევროინტეგრაციის შესაძლებლობას, აუცილებლად გასცემს შესაბამის პასუხს და შესაბამისი პასუხი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში, ბევრი ხალხი ქუჩაში და ბრძოლა იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ.” - განაცხადა ანა წითლიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics