17:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-12 16:51:46, 2348 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი-17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას ეხმიანება საქართველოსთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას და აღნიშნული წერილი ერთგვარი გადაფარვაა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებისა.

„მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას. ეს წერილი ერთგვარად გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები, თუ კი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა. პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის, სადაც გაკეთებულია აპელირება არჩევნებზეა და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics