18:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 11:20:50, 573 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - დასავლელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არ შემოგვეპასუხოთო

დასავლელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არ შემოგვეპასუხოთო. ეს ქცევა ბურჭულაძეს აქვს გადმოტანილი შიგნით – უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისის მერიას მიმართა, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს და თქვა: „სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ“.

„ტრაგიკომედიაა, რა ვქნათ? – მესმის, რომ ინგლისის მთავრობას და ევროკავშირის  ბიუროკრატიას უჭირს და ამიტომ საქართველოზე ზეწოლას ახორციელებენ, მაგრამ მათ მათსავე ნაზარდი არასამთავროები და ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს და ახლა აქეთ გვესარჩლებიან. მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემებია, როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ამბობს. ფაქტობრივად, რას გვეუბნებიან ხოლმე დასავლელი ბიუროკრატები? – როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არც კი შემოგვეპასუხოთო. აქედან გამომდინარე, ეს ქცევა ბურჭულაძეს აქვს გადმოტანილი შიგნით – უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული. ადრე პარტიულ ფულს მაინც ითხოვდნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics