|
2025-06-28 09:40:08, 769 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავადაც ხელს უწვდის ალეკო ელისაშვილს. „მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. ფეისბუქპოსტში მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას აზიარებს, რომელშიც ელისაშვილი ამბობს, რომ სურს, ხელი გაუწოდოს მიხეილ სააკაშვილს. „მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს კარგი არ მითქვამს, მაგრამ შევხედოთ ასე: სააკაშვილი არის ძალიან დიდი ტიპი, ისტორიული ტიპი საქართველოში. რამდენიმე კარგს ვიტყვი, მარტო ცუდს არ ვფიქრობ მასზე. ცუდსაც ვიტყვი და წინაპირობა მაქვს ერთი, რომ ხელი ჩამოვართვათ შერიგებისა, სააკაშვილამდე არ მიმიშვებენ, მაგრამ აქედან ვუწვდი ხელს – სააკაშვილი იყო ტიპი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და ქვეყანა კორუფციისგან გაწმინდა. ეს არის ფაქტი. გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ფაქტია, რომ პოლიცია პოლიციას დაემსგავსა, საბაჟო საბაჟოს დაემსგავსა… დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპიდან ამოვედით. ეს არის ფაქტი. მეორე ამბავი, რაც მე მომწონს – ომი არ დაუწყია სააკაშვილს, ომი არ დაუწყია საქართველოს. ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც და როკის გვირაბიც არის საქართველოს ტერიტორია. მე ვაკრიტიკებდი სააკაშვილს უთავბოლობის გამო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)