|
2025-06-27 21:45:47, 2017 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა
უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა 27 ივნისის ღამეს რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღინიშნება, რომ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს შორი მანძილის დრონების დაარტყეს. დარტყმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)