21:32 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 19:36:29, 2151 ნახვა

ომი უკრაინაში
გამოკითხვა - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 21.8% ზელენსკის, 19.6 პროცენტი ზალუჟნის მისცემდა ხმას

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში რომ გაიმართოს, უკრაინელები პირველ ტურში ხმას, ძირითადად, მოქმედ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩს, ვალერი ზალუჟნის მისცემენ.

ამის შესახებ უკრაინული მედია სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის, „სოცისის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

აღნიშნული ორი კანდიდატის მიერ კენჭისყრის შემთხვევაში, გამოკითხულთა 21.8 პროცენტი ზელენსკის მისცემდა ხმას, ხოლო 19.6 პროცენტი – ზალუჟნის. უკრაინული მედიის თანახმად, რესპონდენტთა დიდმა რაოდენობამ (24.7 პროცენტი) ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება.

შეთავაზებულ კანდიდატთა სიაში ასევე შედიოდნენ ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო და სხვები. მეორე ტურში „სოცისის“ სოციოლოგია ზალუჟნის გამარჯვებას აჩვენებს, რომელსაც 41.4 პროცენტი მისცემდა ხმას, 27 პროცენტი ზელენსკის, გამოკითხულთა კიდევ 15.7 პროცენტი კი ორივეს წინააღმდეგ მისცემდა ხმას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics