19:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 10:06:56, 922 ნახვა

პოლიტიკა
ჯიმ რიში - აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული

აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, “ქართული ოცნების მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და სასამართლო სისტემის მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია".

"[საქართველოს] მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს, და ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით.

აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. სამაგიეროდ, საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშო გადახვევა გააკეთა ჩინეთსა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობასაც ისინი მზარდად ჰბაძავენ,” - წერს რიში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics