|
2025-06-19 13:01:27, 950 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს
Lamborghini ქართულ ბაზარზე ფართო სამოდელო რიგით იქნება წარმოდგენილი. შოურუმის ოფიციალურ გახსნამდე პრესკონფერენცია გაიმართა. Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი ქართულ მედიას შეხვდა. ის აცხადებს, რომ თავდაპირველი მიზანი 30 ერთეულის გაყიდვაა, რაც რეალისტურ შეფასებებს ემყარება და ამავე დროს ამბიციურ პოზიციონირებაზე მიუთითებს. იტალიური სუპერქარის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგია“.
„ვპირდებით მომხმარებელს, რომ გადავაჭარბებთ მათ მოლოდინებს და განსაკუთრებულ გამოცდილებას შევთავაზებთ. ჩვენი სამომავლო ხედვები არ ემყარება მხოლოდ გაყიდვების ზრდას, ჩვენ ორიენტირებული ვართ ინოვაციური, ტექნოლოგიურად დახვეწილი პროდუქტების განვითარებასა და დანერგვაზე . კომპანიამ უკვე განაახლა სამოდელო რიგი და ყველა ავტომობილი ახლა ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი. ათწლეულის ბოლომდე კი Lamborghini აპირებს GT 2000-ის სრულიად ახალი, მეოთხე მოდელის გამოშვებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბრენდის პოზიციას პრემიუმ სეგმენტში და მომხმარებლებისათვის არჩევანს კიდევ უფრო გააფართოებს, მათ შორის საქართველოშიც“, - ამბობს Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი. Lamborghini ბაზრის ეტაპობრივ ზრდას თავის პარტნიორთან, „თეგეტასთან“, ერთად გეგმავს. ჰოლდინგი მსოფლიო ბრენდის ერთადერთი და ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)