|
2025-06-18 13:49:30, 822 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს - თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრება
მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურ ჩართვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ სხდომის დაწყებისას განაცხადა. მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა მოხდება. ამასთან, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მისი კოლეგები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი ამ წუთებში იმართება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)