|
2015-02-17 18:59:34, 1089 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე 5 არასრულწლოვანი ამხილა
შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული იური გ, 1998 წელს დაბადებული ოთარ კ, 1999 წელს დაბადებული გიორგი კ, 1999 წელს დაბადებული ლევან ლ. და 2000 წელს დაბადებული ლუკა ჟ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გისოსები წერაქვის გამოყენებით დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, საიდანაც 500 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, 100 ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გვერდითა მინა დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 30 ლარს, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის უკანა კედელი დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც სხვადასხვა სახის ტანსაცმელსა და სუნამოს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით საცავში უკანონო შეღწევით ჯგუფის მიერ ჩდენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)