|
2016-03-18 14:53:55, 1221 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - რუსეთი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი რუსეთს აშშ-ის უსაფრთხოების გლობალურ-სტრატეგიული გამოწვევების სიის სათავეში ასახელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცლეებს. ეს განცხადება კარტერმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კარტერმა აშშ-ის ხუთი გლობალურ-სტრატეგიული გამოწვევა დაასახელა: რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ტერორიზმი. "სწორედ ამ გამოწვევების მიხედვით გეგმავს ბიუჯეტს თავდაცვის უწყება", - წერია პენტაგონის პრეს-რელიზში. ამასთან ერთად, ეშტონ კარტერმა რუსეთი და ჩინეთი იმ მოწინაღმდეგეებად დაასახელა, რომლებსაც განვითარებული აქვთ სამხედრო სისტემა და აგრძელებენ მის განვითარებას. "ეს კი, რამდენიმე სფეროში აშშ-ის უპირატესობის წინააღმდეგაა მიმართული. დღევანდელი მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც იყო ბოლო 25 წლის მანძილზე. ის ახალ ინვესტიციებსა და ქმედებებს მოითხოვს",- განუცხადა ეშტონ კარტერმა სენატორებს. როგორც პენტაგონში აცხადებენ, ახალი საბაზო ბიუჯეტისთვის საჭიროა თითქმის 600 მილიარდი დოლარი, აქედან 60 მილიონამდე - მხოლოდ საგარეო სამხედრო ოპერაციებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული. აშშ-ის არმიის პრეს-სპიკერის პატრიკ მერფის განცხადებით, პენტაგონის ახალი, 2017 წლის ბიუჯეტი "მინიმალურად ადეკვატურია". როგორც მედია საშუალება იტყობინება, პრეზიდენტი ბარაკ ობამას სამხედრო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება 27 მილიარდი დოლარით სურდა, რამაც შესაძლოა შეიარაღების პროგრამის ნაწილის შემცირება გამოიწვიოს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)