09:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 10:10:44, 915 ნახვა

მსოფლიო
ისრაელ კაცი - ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვა, რომ ირანმა "წითელი ხაზი გადაკვეთა, როდესაც ისრაელში არასამხედრო მოსახლეობის თავმოყრის ადგილებზე რაკეტების სროლა გაბედა". 

"გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმს მის საზიზღარ ქმედებებს ძალიან ძვირად ვაზღვევინებთ". - თქვა კაცმა. 

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics