|
2025-06-13 22:00:53, 1409 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე - ჩვენ უნდა შევძლოთ ყრილობის ჩატარება, უნდა შევქმნათ მესამე რესპუბლიკა
ყველამ იცოდეთ ერთი რამ, ბიძინა ივანიშვილთან ერთი წუთით უკან დახევა არ შეიძლება, - ამის შესახებ გაერთიანება „რუსთაველის გამზირის“ წევრმა, პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. პაატა ბურჭულაძის განცხადებით ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ მებრძოლი ადამიანების ეშინია. „ბიძინა ივანიშვილი როგორც კი დაინახავს, რომ უკან იხევ, ციხეშიც ჩაგსვამს და ყველაფერს გააკეთებს. მას ეშინია მებრძოლი ხალხის, მას ეშინია მებრძოლი ახალგაზრდების, მას ეშინია მებრძოლი პოლიტიკოსების და ამიტომაც სვამს ციხეში. დღეს მას არაფერი არ შეუძლია. ეს არჩევნები არ არის, უფრო გაუარესებულია საარჩევნო სისტემა, გამორიცხულია რომ მოუგო. რომც მოგცეს რომელიმე ქალაქის მერი, ერთ თვეში დაიჭერს ქრთამზე და ამით ყველაფერი მორჩება. გამოუშვებს 50 სინდისის პატიმარს და რომ მორჩება ყველაფერი, 150-ს დაიჭერს. ერთი წუთით უკან დახევა არ შეიძლება ამ ადამიანთან და ამ სისტემასთან. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ყველას ვერ დაგვიჭერს, არ არსებობს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, აუცილებელია ჩატარდეს ყრილობა და შეიქმნას მესამე რესპუბლიკა, რადგან „დღეს უკვე სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ გვაქვს, გასული ვართ ყველა ჩარჩოდან“. „ჩვენ უნდა შევძლოთ ყრილობის ჩატარება, ყველაფერი უნდა შევძლოთ. უნდა შევქმნათ მესამე რესპუბლიკა. როგორც ციფრულ არჩევნებზე იყო ორმხრივი დამოკიდებულება, ახლა ამაზეც დაიწყეს, რომ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ეს აუცილებელია. პირველი რესპუბლიკა იყო 1918-1921 წლებში, მეორე იყო 1991 წლიდან, 2025 წლამდე, ხოლო დღეს უკვე სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ გვაქვს, გასული ვართ ყველა ჩარჩოდან. 3000-ზე მეტი სოფელია საქართველოში და დელეგატები უნდა იყვნენ ჩამოსული, თითო კაცი მაინც, ასევე რაიონებიდან და უნდა ჩავატაროთ ყრილობა. გეტყვით თარიღს, როცა იქნება“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)