20:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 21:13:08, 1136 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ გალერი - ივანიშვილის რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება

ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება, ბელარუსს მახსენებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება. ბელარუსს მახსენებს. ევროკომისიისთვის დროა ასოცირების შეთანხმების 421-ე და 422-ე მუხლების პროცედურა დაიწყოს. რეჟიმი უხეშად არღვევს მე-2 მუხლს!“ - წერს გალერი.

ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მე-2 მუხლი სხვა ყველაფერთან ერთად მხარეების მიერ „დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას“ ითვალისწინებს.

421-ე მუხლი მხარეებს შორის „უთანხოების მოგვარებას“ ეხება, ხოლო 422-ე მუხლი - „ვალდებულებების არშესრულების შემთხვევაში შესაბამის ზომებს”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics