|
2025-06-13 14:28:50, 574 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - მათე დევიძე სიმბოლოა იმის, რისიც სისტემას ეშინია!
მათე დევიძე სიმბოლოა იმისა, რისიც სისტემას ეშინია! - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თმით, 21 წლის ახალგაზრდის დაპატიმრება არის რეჟიმის აღიარება, რომ მას მართვა აღარ შეუძლია. “როცა 21 წლის ახალგაზრდას აზრის გამო აკავებენ, ეს უკვე ერთი ადამიანის საქმე არ არის - ეს არის რეჟიმის ოფიციალური აღიარება, რომ მართვა აღარ შეუძლია. ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! ვიბრძვით მომავლისთვის, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ - თავისუფალი, განათლებული, ძლიერი და განვითარებული. თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს და გამარჯვება საქართველოს!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)