|
2025-06-12 19:33:57, 2828 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა
უკრაინაში ომში დაიღუპა "ქართული ლეგიონის" მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია. ინფორმაცია უკვე ცნობილია ოჯახისთვის. როგორც "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, დემეტრე დარჩია კიევში ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად. მამულაშვილის თქმით, დემეტრე დარჩია "ქართულ ლეგიონს" დაახლოებით 5-6 თვის წინ შეუერთდა და ვინაიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა გადიოდა სწავლებას ბაზაზე, სადაც არ ინახება ასაფეთქებელი მოწყობილობები. "საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება დეტალები. დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ყუთი, რომელშიც სავარაუდოდ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რომლის ოთახში გახსნის დროსაც მოხდა დეტონაცია", - ამბობს მამუკა მამულაშვილი, მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სხვა მებრძოლები არ იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)