|
2025-06-11 17:28:28, 1064 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლონდონში, აშშ-სა და ჩინეთის მაღალი თანამდებობის პირებს შორის გამართული ორ-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია. ტრამპმა განმარტა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისა და მის მიერ საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, აშშ მიიღებს საჭირო იშვიათ მინერალებს, ხოლო ჩინელი სტუდენტები ამერიკულ სასწავლებლებში სწავლას შეძლებენ. „ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია და პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჩემი მხრიდან საბოლოო დამტკიცებას ექვემდებარება. სრული მაგნიტები და ყველა საჭირო იშვიათი მინერალი წინასწარ იქნება მოწოდებული ჩინეთის მიერ. ასევე, ჩვენ ჩინეთს მივაწვდით იმას, რაც შეთანხმებული იყო, მათ შორის ჩინელი სტუდენტების მიერ ჩვენი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების გამოყენება. ჩვენ ვიღებთ 55%-იან ტარიფს, ჩინეთი კი - 10%-იანს. ურთიერთობა შესანიშნავია!“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)