|
2025-06-11 11:04:26, 719 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი — NCDC ჩააბარეს “ავერსის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, მეტი ინტერესთა კონფლიქტი ძნელი წარმოსადგენია!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ჩააბარეს "ავერსის" ყოფილ გენერალურ დირექტორს. მეტი ინტერესთა კონფლიქტი (ან ინტერესთა თანხვედრა) ძნელი წარმოსადგენია! — ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს. მისი თქმით, "ოლიგარქიული საქმეების დალაგება გრძელდება!" "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჩააბარეს "ავერსის" ყოფილ გენერალურ დირექტორს. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ფურცელაძე 2011 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანია "ავერსი-ფარმაში" სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. 2016-2018 წლებში, სადაზღვევო კომპანია "ალფას" ხელმძღვანელობდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ბოლო დირექტორი ამირან გამყრელიძე იყო, რომელმაც თანამდებობა 2022 წლის აგვისტოში დატოვა — მას შემდეგ, ცენტრს მუდმივი დირექტორი არ ჰყავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)